პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ, ხოლო აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ისვრიან

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ  წყლის ჭავლს იყენებენ, ხოლო აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ისვრიან

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინ, დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პე­რი­ო­დუ­ლად წყლის ჭავლს იყე­ნე­ბენ, თა­ვად აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ პი­რო­ტექ­ნი­კას ის­ვრის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, პო­ლი­ცია წყლის ჭავლს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პე­რი­ო­დუ­ლად, პარ­ლა­მენ­ტის წინ, ორი­ვე მხრი­დან იყე­ნებს.

დე­მონ­სტრან­ტე­ბი სკან­დი­რე­ბენ: "მო­ნე­ბო, მო­ნე­ბო". ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ, არ გა­მო­ი­ყე­ნონ ძალა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ამას­თან, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ანა­თე­ბენ ლა­ზე­რებს და ის­ვრი­ან სხვა­დას­ხვა საგ­ნებს.

შეკ­რე­ბი­ლებს გაშ­ლი­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი.

ცნო­ბის­თვის, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლამ­დე, ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კითხს აჩე­რებს. უკვე მე-4 დღეა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში.