"ნინი ცოტა ჩა­კე­ტი­ლი იყო რამ­დე­ნი­მე წელი... თაკო სალაყაია ჩემი შვილის ნათლიაა, ზურას ბავშვობის მეგობარი იყო და მაშინ ვანო მერაბიშვილი არ ვანო მერაბიშვილობდა"

"ნინი ცოტა ჩა­კე­ტი­ლი იყო რამ­დე­ნი­მე წელი... თაკო სალაყაია ჩემი შვილის ნათლიაა, ზურას ბავშვობის მეგობარი იყო და მაშინ ვანო მერაბიშვილი არ ვანო მერაბიშვილობდა"

ინ­ტერ­ვი­უ­ზე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას მისი ბოლო სტა­ტუ­სის გამო და­ვუ­რე­კეთ. ხა­თუ­ნა წერ­და ფე­ნო­მენ­ზე, რო­მე­ლიც მის ოჯახს ეხე­ბო­და - რო­გორ უწე­რენ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ პრო­ფი­ლებ­ზე ეკ­ლე­სი­ას­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ. ხა­თუ­ნას ეს სტა­ტუ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მისი შვი­ლის, ნინი ქარ­სე­ლა­ძის, პი­რად ცხოვ­რე­ბას და­უ­კავ­ში­რა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­წე­რა, რომ ქმარს და­შორ­და

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია:

- ზო­გა­დად დავ­წე­რე, ჩემს ოჯახ­ზე ისე­თი ბუ­ლინ­გი მო­დის უბ­რა­ლო ფო­ტოს გა­მოც კი. დღეს დი­ლი­დან მოც­ლი­ლი ვი­ყა­ვი და შევ­დი­ო­დი ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რებ­თან და ვნა­ხუ­ლობ­დი, რომ პრო­ფი­ლი სავ­სე აქვთ ეკ­ლე­სი­ას­თან, შვი­ლებ­თან, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით. ცოტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, ასეთ ადა­მი­ა­ნებს რა­ტომ აქვთ ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ლექ­სი­კა. რაც ვი­ფიქ­რე, ის დავ­წე­რე, ახა­ლი არა­ფე­რი.

- პო­ლი­ტი­კურ­მა სი­ტუ­ა­ცი­ა­მაც ხომ არ და­ამ­ძი­მა გა­რე­მო? ნი­ნის გა­მო­ჩე­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

- არ ვიცი, თავს შე­ვი­კა­ვებ იმა­ზე სა­უბ­რის­გან, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბო­დეს. ზუ­რას რომ ცო­ლად გავ­ყე­ვი, მა­ში­ნაც უამ­რა­ვი იყო ასე­თი კო­მენ­ტა­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ არის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი და უფრო მე­ტია და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი, ამის­თვის მად­ლო­ბა ღმერ­თს და ამ ადა­მი­ა­ნებს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და ნი­ნის გუ­ლახ­დი­ლო­ბა, ფაქ­ტია, რომ ის ბოლო წლებ­ში მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ეს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და...

- ეს ნი­ნის უნდა ჰკი­თხოთ. ცოტა ჩა­კე­ტი­ლად იყო რამ­დე­ნი­მე წელი და ვფიქ­რობ, ეს მისი შეგ­რძნე­ბე­ბი იყო, რაც ინ­სტაგ­რამ­ზე და­წე­რა.