რო­გორ შევ­ხვდეთ 2025 წელს - რა უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობის მოსაზიდად და როგორი წელი გველოდება

რო­გორ შევ­ხვდეთ 2025 წელს - რა უნდა გავაკეთოთ კეთილდღეობის მოსაზიდად და როგორი წელი გველოდება

ახალ წლამ­დე სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბა, ამი­ტო­მაც ადა­მი­ა­ნე­ბი ნელ-ნელა სამ­ზა­დის­საც იწყე­ბენ და გან­წყო­ბა­საც იქ­მნი­ან. აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, 2025 წელი მწვა­ნე ხის გვე­ლის წე­ლია. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გვე­ლი სიბ­რძნის, ძა­ლის, მოთ­მი­ნე­ბი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის სიმ­ბო­ლოა, ამი­ტომ მომ­დევ­ნო წელი სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბებს გვიმ­ზა­დებს. რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, 2025 წელი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ა­სა და ბა­ლანსს შე­ი­ტანს. მწვა­ნე ფერი კი გა­ნახ­ლე­ბი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა.

  • იმი­სათ­ვის, რომ 2025 წლის მთა­ვა­რი მმარ­თვე­ლის, მწვა­ნე ხის გვე­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ვი­პო­ვოთ და სახ­ლში კე­თილ­დღე­ო­ბა მო­ვი­ზი­დოთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2025 წელს?

პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, გვე­ლი ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი სიმ­ბო­ლოა. ამი­ტო­მაც, ას­ტრო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ 2025 წელს კლა­სი­კუ­რი, სადა სა­მო­სით შევ­ხვდეთ. თუმ­ცა, არც ბრჭყვი­ა­ლა დე­ტა­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­მო­სის არ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა ური­გო. ასე­ვე, თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ, აირ­ჩი­ოთ ისე­თი კაბა, რო­მე­ლიც შუქ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად ბზი­ნავს - მა­გა­ლი­თად, აბ­რე­შუ­მის ქსო­ვი­ლი­სა­გან შე­კე­რი­ლი კაბა, შარ­ვა­ლი თუ სხვა. მთა­ვა­რია, კოს­ტი­უ­მი ზედ­მე­ტად არა­ჰარ­მო­ნი­უ­ლი და გა­დატ­ვირ­თუ­ლი არ იყოს.

აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, გველს სამ­კა­უ­ლე­ბიც მოს­წონს, ამი­ტო­მაც ახა­ლი წლის სა­ღა­მოს­თვის ეს დე­ტა­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. შე­გიძ­ლი­ათ, სადა, ბუ­ნებ­რივ ვარ­ცხნი­ლო­ბას მი­ა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა ან თმა ბრჭყვი­ა­ლა დე­ტა­ლე­ბი­სა­გან შექ­მნი­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­ი­ფორ­მოთ. ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­მა­კა­ცე­ბი­საც ურ­ჩე­ვენ, კლა­სი­კურ სა­მოსს მი­ა­ნი­ჭონ უპი­რა­ტე­სო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფე­რებს, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, 2025 წლის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო მწვა­ნე ხის გვე­ლია. ამი­ტო­მაc, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ფერი სწო­რედ მწვა­ნეა. სახ­ლის მორ­თვი­სა თუ სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სას, შე­ე­ცა­დეთ, მწვა­ნე გა­მო­ი­ყე­ნოთ და სიმ­ბო­ლოს კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვოთ. მე­ტიც, შე­გიძ­ლი­ათ, მწვა­ნე ფე­რის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცია სცა­დოთ - ღია მწვა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზურ­მუხ­ტის­ფრით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, გველს ქვი­შის­ფე­რი, ნაც­რის­ფე­რი, ყა­ვის­ფე­რი და შავი ფე­რე­ბი უყ­ვარს. რაკი აღ­ნიშ­ნულ სიმ­ბო­ლოს მშვი­დი ფუ­ფუ­ნე­ბა მოს­წონს, შე­გიძ­ლი­ათ, წი­თელ­სა და ოქ­როს­ფერ­საც მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. მოჟა­მუ­ლი ფე­რე­ბი გველს არ მოს­წონს, ამი­ტო­მაც ეს დე­ტა­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ.

რო­გორ გა­ვა­ფორ­მოთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა?

ას­ტრო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ გვე­ლი ყო­ველ­თვის უპი­რა­ტე­სო­ბას ნა­ტუ­რა­ლურ საკ­ვებს ანი­ჭებს. ამი­ტო­მაც, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახა­ლი ხილი, ბოსტნე­უ­ლი, მწვა­ნი­ლი გა­ნა­თავ­სეთ. გველს ხორ­ციც უყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფრინ­ვე­ლის - ქათ­მის, ინ­და­უ­რის, იხ­ვის ხორცს. კარ­გი ვა­რი­ან­ტია ღუ­მელ­ში გა­მომ­ცხვა­რი კურ­დღე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­სერ­ტებს, ჯობს, დე­სერ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას ან არ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა კენკრის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ვაქ­ცი­ოთ და სა­დღე­სას­წა­უ­ლო მე­ნი­უ­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით ჩავ­რთოთ. კი­დევ ერთი დე­ტა­ლი - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სუფ­რა­ზე ბევ­რი სხვა­დას­ხვა კერ­ძი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საკ­ვე­ბი გან­ვა­თავ­სოთ, მაგ­რამ ას­ტრო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ კერ­ძე­ბი ნა­წილ-ნა­წილ, სტუმ­რებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც მი­ვარ­თვათ. გვე­ლი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი და ბრძე­ნი ნი­შა­ნია, ამი­ტო­მაც მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა კარ­გად გრძნობ­დეს თავს. გარ­და ამი­სა, აირ­ჩი­ეთ მსუ­ბუ­ქი სას­მე­ლე­ბი, მო­ამ­ზა­დეთ კოქ­ტე­ი­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან სტუმ­რებ­თან ერ­თად მი­ირ­თვით

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გველი უპირატესობას მწვანეს, წითელსა და ოქროსფერს ანიჭებს. ამიტომ, სუფრის სერვირებისას ეს დეტალებიც გაითვალისწინეთ. გადასაფარებელი, ხელსახოცები, ჭურჭელი სწორედ აღნიშნული ფერებით გააფორმეთ. ასევე, შეგიძლიათ, ვერცხლისფერიც აირჩიოთ. განათავსეთ სუფრაზე დეკორატიული სანთლები, წლის მთავარი სიმბოლოს ფიგურა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სუფრა ესთეტიური და ჰარმონიული იყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა საკითხში ზომიერების დაცვა აუცილებელია.

რა ვაჩუქოთ ახლობელ ადამიანებს?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გველი პრაქტიკულ და სასარგებლო საჩუქრებს ანიჭებს უპირატესობას. ამიტომაც, ახლობელ ადამიანებს შეგიძლიათ აჩუქოთ ყველაფერი, რაზეც ჩათვლით, რომ პრაქტიკულად შესანიშნავად გამოიყენებენ. გველს ოჯახური გარემო, კომფორტი და სიმყუდროვე მოსწონს, ამიტომაც შეგიძლიათ, აირჩიოთ ისეთი საჩუქრები, დეკორაციები, ჭურჭელი თუ სხვა, რასაც ადამიანები სახლში გამოიყენებენ. როგორც აღვნიშნეთ, გველს სამკაულებიც უყვარს და შეგიძლიათ, ეს დეტალიც გაითვალისწინოთ. ასევე, შეგვიძლია, ტექნიკა, ციფრული მოწყობილობები, სხვა პრაქტიკული ნივთები ავირჩიოთ.

სად შევხვდეთ ახალ წელს?

გველს მყუდრო და მეგობრული ატმოსფერო მოსწონს. ასევე, მხიარული, თავდაჯერებული ადამიანები უყვარს. ამიტომ, სადაც არ უნდა მოაწყოთ წვეულება, სახლში თუ სხვა სივრცეში, შეეცადეთ, მხიარული, მეგობრული და სასიამოვნო ატმოსფერო შექმნათ. გაეცით დადებით ემოციები და მიიღეთ კიდევაც. ასე შეძლებთ, რომ სახლში ნათელი, მხიარული ენერგია შეუშვათ და წელი ჰარმონიულად გაატაროთ.

როგორ მოვიზიდოთ იღბალი?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ გასული წლების მთავარი სიმბოლოები დეკორაციად არ გამოვიყენოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, გველმა კონკურენცია იგრძნოს და იეჭვიანოს. სახლი ყვავილებით გააფორმეთ. რაც შეიძლება, მეტი მწვანე და ნათელი ფერი შეიტანეთ. ასევე, თუ შესაძლებლობა გექნებათ, ჩინური მონეტები ან უბრალოდ ლითონის მონეტები იზოლირებულ ადგილზე განათავსეთ. ამ გზით, ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ.

გარდა ამისა, გველი საკუთარ გამოსახულებას მრავალფეროვანი ფორმით სიამოვნებით იხილავს. ამიტომაც, კალენდარი გველის გამოსახულებით, თავად სიმბოლოს ფიგურები თუ სხვა, სახლის სხვადასხვა კუთხეში განათავსეთ, რომ მისი კეთილგანწყობა და დადებითი ემოცია მთელ სივრცეში გავრცელდეს.

რას უნდა ველოდოთ მწვანე ხის გველის წლიდან?

როგორც ასტროლოგები ამბობენ, გველს ცვლილებები განსაკუთრებით უყვარს. ამიტომაც, ამ კუთხით წლის დასაწყისი - პირველი სამი თვე შესაძლოა, არასტაბილური იყოს და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, რაც დაგეგმილი არ გქონდათ. თუმცა, შემდეგი თვეები სტაბილური გარემოთი გაგახარებთ.

ეს წელი დაოჯახებისა და შვილების გაჩენისთვის იდეალურია. ასევე, თუ ახალ ბინაში გადასვლაზე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობდით, სწორედ ამ წელს შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. კონფლიქტურ სიტუაციას მაქსიმალურად მოერიდეთ. გახსოვდეთ, რომ ხანდახან მოთმენას გაცილებით კარგი შედეგი მოაქვს.

გველს ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოს უწოდებენ. აღმოსავლურ კულტურაში გველი სიმდიდრესა და სიუხვეს წარმოადგენს. საკმაოდ ბრძენი ნიშანია და გვასწავლის, რომ ხშირად ჭეშმარიტი ფასეულობები ზედაპირულად არ ჩანს და კარგად დაკვირვებაა აუცილებელი. ის ადამიანებს შინაგანი წონასწორობის მიღწევაში ეხმარება. გველი შეგვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია, ცვლილებებისათვის ღია და გახსნილები ვიყოთ და ბევრი ახალი რამ ვცადოთ. ამიტომაც, წინ საინტერესო და საკმაოდ აქტიური წელი გველოდება.